“XS სათამაშოების” ქსელმა საქართველოში გაიმარჯვა პრესტიჟულ ბიზნეს დაჯილდოებაზე “Golden Brand Award 2017”

„XS სათამაშოები“ – “წლის საუკეთესო სათამაშოების მაღაზიათა ქსელი N1 ოქროს ბრენდი”-ს ( N1 GOLDEN BRAND) გამარჯვებული გახდა! გამარჯვებულები გამოვლინდნენ „Global Idea“-სა და გაზეთ „THE FINANCIAL“-ის მიერ საქართველოს მაშტაბით ჩატარებული გამოკითხვებისა და კვლევების შედეგად!

“ოქროს ბრენდის“ დაჯილდოების ცერემონიალი 2006 წლიდან ყოველწლიურად ტარდება. საქართველოში ყველაზე პრესტიჟულ და გავლენიან ბიზნეს დაჯილდოებად ითვლება. ხშირად მიჩნეულია, როგორც “ბიზნეს სამყაროს ოსკარი” მედიაში. ჯილდოს მფლობელებს საშუალება აქვთ წარმატებით გამოიყენონ “ოქროს ბრენდი” მარკეტინგისა და PR მიზნებისათვის.