ჩვენს შესახებ

Anvol წარმოადგენს 1995 წლის 11 აგვისტოს ესტონეთის, ქ. ტალინში დაფუძნებულ კერძო კომპანიას. დღეისათვის Anvol-ს ჰყავს პროფესიონალთა გუნდი, რომელიც ჩართულია სათამაშოებისა და ბავშვთა პროდუქციის დისტრიბუციასა და საცალო გაყიდვაში.

კომპანია ოპერირებს ბალტიის ზღვის რეგიონში (ფინეთი, ესტონეთი, ლატვია, ლიტვა და რუსეთის კალინინგრადის რაიონი) და საქართველოში. კომპანიის სათავო ოფისი და მთავარი ლოჯისტიკური ცენტრი მდებარეობს ტალინის მახლობლად, რაც იძლევა საქონლის ნაკადის მოქნილი და შეუფერხებელი მართვის საშუალებას. Anvol-ს დასაქმებული ჰყავს 400 ადამიანზე მეტი, რომლის წლიური საერთო ბრუნვა შეადგენს 40 მილიონ ევროს (2017), ყოველწლიურად 15%-იანი საშუალო ზრდის მაჩვენებლით.

ჩვენი ძლიერი მხარეა მუშაობის ხარისხზე განსაკუთრებული ყურადღების მიპყრობა და ხანგრძლივი თანამშრომლობა ჩვენს მომწოდებლებთან და კლიენტებთან. ჩვენ მუდმივად ვაკვირდებით სათამაშოების დინამიურად განვითარებად ბაზარს და ვეძებთ ახალ შესაძლებლობებს. ჩვენი მარკეტინგის გუნდი ცდილობს, იპოვოს ახალი და კრეატიული იდეები ჩვენი ბრენდების განვითარებისთვის. გაყიდვების პერსონალი მუდმივ კონტაქტშია ჩვენს მომხარებლებთან, იმისათვის რომ ვიპოვოთ საუკეთესო გზები ჩვენი შემდგომი თანამშრომლობის გასაფართოებლად.

გარდა სადისტრიბუციო საქმიანობისა, Anvol ასევე ჩართულია საცალო გაყიდვების ოპერაციებში. ჩვენ ვამუშავებთ მაღაზიათა ორ ქსელს: XS Toys („იქსეს სათამაშოები“), უმაღლესი ხარისხის სათამაშოების 43 მაღაზია ექვს ქვეყანაში და Chicco-ს ბრენდის 7 მაღაზია ესტონეთსა და ლატვიაში, ჩვენი დიდი ხნის იტალიელი პარტნიორის Artsana-ს ფრენჩაიზ-ბრენდი.

სათამაშოების სფეროში 20 წლიანმა მუშაობამ მოგვცა დიდი გამოცდილება. მიუხედავად ამისა, ჩვენ მუდმივად ვცდილობთ გაუმჯობესებას, გათვალისწინებით იმისა, რომ გვაქვს მუშაობის გამოცდილება მსოფლიოში საუკეთესო მომხმარებელთან – ბავშვებთან!

სტანისლავ ნემკო
აღმასრულებელი დირექტორი

ჩვენი მდებარეობა

ჩვენი მდებარეობა
 slider-image  slider-image  slider-image  slider-image  slider-image  slider-image

დისტრიბუცია

დაფუძნებისთანავე კომპანია განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს მსოფლიოში ყველაზე ცნობილი მომწოდებლებისგან ხარისხიანი სათამაშოებისა და საბავშვო საქონლის მოწოდებას. ჩვენ გვაქვს სადისტრიბუციო ბრენდების სოლიდური პორტფოლიო, რაც ხელმისაწვდომია ჩვენი კლიენტებისთვის ესტონეთში, ლატვიაში, ლიტვაში, ფინეთსა და საქართველოში. ჩვენი ძირითადი მომწოდებლები არიან Moose, Spinmaster, MGA, Trefl და Artsana. სრული ჩამონათვალი, რა თქმა უნდა, უფრო დიდია.

თითოეულ სადისტრიბუციო ბაზარზე ჩვენ გვყავს ძლიერი ადგილობრივი ორგანიზაცია, რომელიც უზრუნველყოფს სპეციალური შეკვეთით დამზადებულ გადაწყვეტებს თითოეული კონკრეტული ქვეყნისთვის. ჩვენ პირდაპირ ვაწვდით საქონელს 1000-ზე მეტ მაღაზიას, დაწყებული პატარა ჯიხურებიდან, დამთავრებული უდიდესი სუპარმარკეტების ქსელამდე. როგორც დისტრიბუტორი, ჩვენ ყველანაირად ვცდილობთ, ხელი შევუწყოთ და გავაძლიეროთ ჩვენს მიერ წარმოდგენილი ბრენდები. ჩვენ ორიენტირებულნი ვართ, ხანგრძლივი ურთიერთობები ავაგოთ ჩვენს მომწოდებლებთან, ჩვენი ძირითადი ბრენდების უმეტესობა უკვე ათწლეულებია ჩვენთან თანამშრომლობენ!

ჩვენი გაყიდვების გუნდი

ჩვენი ბრენდები

slide slide slide

XS სათამაშოები

“XS სათამაშოების” პირველი მაღაზია გაიხსნა ტალინში 2004 წელს. 2017 წლის ბოლოს კომპანია ოპერირებდა პრემიუმ ხარისხის სათამაშოების 43 მაღაზიით ფინეთში, ესტონეთში, ლატვიაში, ლიტვაში, რუსეთის კალინინგრადის რაიონში და საქართველოში. 2011 წლისთვის მომხმარებლებისთვის “XS სათამაშოების” შეძენა ასევე ხელმისაწვდომი გახდა ინტერნეტით.

“XS სათამაშოები” სთავაზობს უმაღლესი ხარისხის პროდუქტებს და წარმოადგენს მათ მეგობრულ და თანამედროვე გარემოში, რომელიც შექმნილი და შემუშავებულია კომპანიის შიგნით. კონკრეტული ყურადღება ექცევა უახლეს ლიცენზიებს, სატელევიზიო და ინტერნეტ კონტენტზე დაფუძნებულ გმირებსა და ექსლუზიურ “XS სათამაშოების” პროდუქტის ხაზებს.

illustrating-image-for-text
slide

კონტაქტი

ესტონეთის სათაო ოფისი

OÜ Anvol

Madikse 7, Maardu

ესტონეტი 74114

Tel: +372 6388 100

info@anvol.eu

ლატვია

SIA Anvol

Noliktavu iela 7
Dreilini, Stopinu nov.

Riga LV-2130

ლატვია

Tel: +371 6731 2685

info@anvol.lv

ლიტვა

UAB Anvol

Savanorių pr. 174A

Vilnius 03153

ლიტვა

Tel: +370 5265 3687

info@anvol.lt

კალინინგრადი

Anvol Ltd.

Poltavskaya str. 3

236004 Kaliningrad

რუსეთი

Tel: +74 012 685 021

ფინეთი

OY Anvol

Urho Kekkosen katu 4-6E

Helsinki 00100

ფინეთი

Tel: +358 40 869 1984

info@anvol.fi

საქართველო

Anvol Ltd.

Saburtalo 42, Tbilisi

საქართველო 0194

Tel: + 995 322 430 460

info@anvol.ge

ახალმა მომწოდებლებმა მოგვწერეთ offer@anvol.eu

თუ გაქვს სურვილი, რომ გახდე ჩვენი გუნდის წევრი, დაგვიკავშირდი anvol@anvol.eu

სიახლეები

Anvol Ltd. Saburtalo 42, Tbilisi, Gruzija 0194, Tālr. + 995 322 430 460